Wednesday, April 13, 2011


  2011წლის 11აპრილს მინსკის მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიაზე“ ადგილობრივი დროით 17:56-ზე ძლიერი აფეთქება მოხდა.  საინფორმაციო საშუალებები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, დაღუპულია ორი და მძიმედ დაშავდა 30 ადამიანი.
    ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სულ მცირე 10 ბრიგადა მუშაობს. სამართალდამცავები მომხდარის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ. თვითმხილველების თქმით, კი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შესაძლოა სადგურის ჭერის ჩამონგრევა გამოეწვია.  

Wednesday, March 30, 2011

2008 წლის ნოემბერში ტერაქტების სერიას ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელიც 59 საათი გრძელდებოდა, 174 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური ვერსიით მუმბაის 10 ტერორისტი დაესხა თავს, რომლებიც 26 ნოემბრის საღამოს ქალაქის ნაპირს ნავებით მოიუახლოვდნენ. ქალაქში ისინი ოთხ ჯგუფად დანაწილდნენ და პოპულარული ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტებისაკენ დაიძრნენ. პირველად ბოევიკებმა პოლიციის სამმართველოს და საავადმყოფოს შეუტიეს. თავდასხმის პირველივე საათში მუმბაიმ სამი მაღალჩინოსანი პოლიციელი, მათ შორის სპეცნაზის ხელმძღვანელი და ანტიტერორისტული უწყების მეთაური დაკარგა. ტერორისტებმა მორიგი დარტყმა ყველაზე ხალხმრავალ რკინიგზის სადგურს, პოპულარულ ტურისტულ კაფე-რესტორნებს, კინოთეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე მიიტანეს. შეიჭრნენ ორ ფეშენებურ სასტუმროში - ”ობეროისა” და ”ტაჯ-მაჰალში”, ასევე საცხოვრებელი კომპლექში ”ნარიმან ჰაუსში”, რომელშიც ებრაული კულტურის ცენტრი მდებარეობდა. ამ შენობებში ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს 10 ადამიანი და აამოქმედეს რამდენიმე ასაფეთქებელი საშუალება, რასაც ხანძარი მოჰყვა. 


     ჰამასი - حركة المقاومة الاسلامية (ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა) წარმოადგენს პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმანურ საძმოსთან .მისი ოფიციალური მიზანია ისრაელის გეოგრაფიული რუქიდან წაშლა და მის ადგილას ისლამური თეოკრატიის შექმნა.
       ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ევროკავშირის, კანადის აშშ-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა გაეროს ადამიანთა უფლებათა კომისიის საერთაშორისო ამნისტიისა და ჰუმან რაითს ვოჩის (Human Rights Watch) მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ მიმდევრები ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც, და პალესტინის დიასპორაში სხვა ქვეყნებში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევითა და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.
ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც სრულიად მოუღებს ბოლოს ისრაელს, ისრაელის სახლემწიფოს მიერ მიჩნეულია საბაბად იმისა, რათა ამ ორგანიზაციის ლიდერები განადგურებულ იქნან. ჰამასის ლიდერების განადგურების მცდელობები გატარებულ იქნა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სხვა მეთოდებითაც, მათ შორის ავტომანქანათა აფეთქებით, ცეცხლსასროლი იარაღით, მომწამვლელი ინიექციებით მოსადის აგენტების მიერ ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს გარეთ.
  ჰეზბოლაჰ  حزب الله‎‎   (უფლის პარტია ან უფლის დაჯგუფება) ასევე ცნობილი როგორც ჰეზბოლაჰი, ჰესბოლა, ჰისბოლა, — ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980–იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბიქაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.
      ჰეზბოლა მკვეთრად დაპირისპირებულია ალყაიდასთან, რადგან ალ-ყაიდას იდეოლოგია მკვეთრ ანტიშიიტურ ხასიათს ატარებს, ალ-ყაიდა იდეოლოგიურმა ხელმძღვანელმა აიმან აზ-ზავაჰირმა უწოდა ჰეზბოლასა და სეიდ ჰასან ნასრულას "მურთადები, რომელთა გზა ძნელსავალი და არასწორია", ხოლო აბუ მუსაბ აზზარყავი ჰეზბოლას, ბადრს და სხვა შიიტურ ორგანიზაციებს ასევე "მურთადსა" და "ზინდიყს" უწოდებდა.
ჰეზბოლას ლიდერმა სეიდმა ჰასან ნასრულამ დაგმო შეტევა მსიოფლიო სავაჭრო ცენტრზე და ამას უწოდა "სამოქალაქო მოსახლეობის მიზანმიმართული ჟლეტა", ასეთი უარყოფითი შეფასება არ მიუცია პენტაგონზე თავდასხმისათვის
ჰეზბოლას შექმნის მიზანია, მიუხედავად იმისა, მისი შექმნის რომელ ვერსიას მივიჩნევთ ნამდვილად, თანხმდებიან ერთ წერტილში - ისრაელის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იქნება ეს შეიარაღებული, საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით. საკუთრივ ისრაელის სახელმწიფო ჰეზბოლას ლიდერების გამოსვლებსა და ოფიციალურ ტექსტებში მოიხსენიება როგორც სიონისტთა დანაშაულებრივი ქმნილება"
ეტა-Euskadi Ta Askatasuna  (ბასკების სამშობლო და თავისუფლება), შეიარაღებული  ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია. ჯგუფი 1959 წელს დაარსდა და თავიდან სოციალურ მოძრაობას წარმოადგენდა და ანტიკოლონიალური ხასიათის იყო. შემდეგში თავი მან მარქსისტულლენინურ დაჯგუფებად გამოაცხადა, რომლის მიზანი არამარტო ბასკეთის მშენებლობა, არამედ სოციალიზმის მშენებლობაც იყო. მიზნის მისაღწევად ასეთი ტაქტიკა აირჩიეს: მოქმედებარეპრესიამოქმედება. პრაქტიკაში ის შემდეგნაირად ტარდებოდა: 1.ეტა ახორციელებს პროვოკაციული ხასიათის ძალადობრივ აქტს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ; 2. სისტემა პასუხობსმასებისწინააღმდეგ რეპრესიით; 3. მასები პანიკითა და პროტესტით რეაგირებენ. ამის შემდეგ ეტა ძალადობრივ აქტს ახორციელებს, რასაც მასა რევოლუციურ სიტუაციამდე მიჰყავს.


      "ალ-ყაიდა"  القاعدة (ალ-ქაიდა) ეწოდება ქსელს იმ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციებისა, რომელთაც ბრალად ედებათ ტერაქტების მოწყობა კენიაში, ტანზანიაში, კუძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში (23.07.2005) და აშშ-ში (11.09.2001). "ალ-ყაიდა" ტრასნაციონალურ ტერორისტულ ორგანიზაციად ოთვლება და ზოგაგად ასეთი სახის ტერორისზმის "პროტოტიპად" მოიაზრება.
        "ალ-ყაიდა" არ არის ერთიანი სტრუქტურის ქონე ორგანიზაცია. ის უფრო ნაკრებია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა, რომელთაც ნაწილობრივ საერთო მიზნები ამოძრავებენ. ეს ჯგუფები დეცეტრალიზირებული ქსელის სტრუქტრის მქონეები არიან და ერთმანეთთან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მეთაურთა პირადი კონტაქტებით არიან დაკავშირებულნი. ჯგუფებს არ გააჩნიათ იერარქიული მმართველობა. მათი ე.წ. ბელადად ჯერ კიდევ საუდის არაბეთში დაბადებული უსამა ბინ-ლადენი ითვლება.