ეტა-Euskadi Ta Askatasuna (ბასკების სამშობლო და თავისუფლება), შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია. ჯგუფი 1959 წელს დაარსდა და თავიდან სოციალურ მოძრაობას წარმოადგენდა და ანტიკოლონიალური ხასიათის იყო. შემდეგში თავი მან მარქსისტულ–ლენინურ დაჯგუფებად გამოაცხადა, რომლის მიზანი არამარტო ბასკეთის მშენებლობა, არამედ სოციალიზმის მშენებლობაც იყო. მიზნის მისაღწევად ასეთი ტაქტიკა აირჩიეს: მოქმედება–რეპრესია–მოქმედება. პრაქტიკაში ის შემდეგნაირად ტარდებოდა: 1.ეტა ახორციელებს პროვოკაციული ხასიათის ძალადობრივ აქტს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ; 2. სისტემა პასუხობს „მასების“ წინააღმდეგ რეპრესიით; 3. მასები პანიკითა და პროტესტით რეაგირებენ. ამის შემდეგ ეტა ძალადობრივ აქტს ახორციელებს, რასაც მასა რევოლუციურ სიტუაციამდე მიჰყავს.
No comments:
Post a Comment