Wednesday, March 30, 2011

2008 წლის ნოემბერში ტერაქტების სერიას ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელიც 59 საათი გრძელდებოდა, 174 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური ვერსიით მუმბაის 10 ტერორისტი დაესხა თავს, რომლებიც 26 ნოემბრის საღამოს ქალაქის ნაპირს ნავებით მოიუახლოვდნენ. ქალაქში ისინი ოთხ ჯგუფად დანაწილდნენ და პოპულარული ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტებისაკენ დაიძრნენ. პირველად ბოევიკებმა პოლიციის სამმართველოს და საავადმყოფოს შეუტიეს. თავდასხმის პირველივე საათში მუმბაიმ სამი მაღალჩინოსანი პოლიციელი, მათ შორის სპეცნაზის ხელმძღვანელი და ანტიტერორისტული უწყების მეთაური დაკარგა. ტერორისტებმა მორიგი დარტყმა ყველაზე ხალხმრავალ რკინიგზის სადგურს, პოპულარულ ტურისტულ კაფე-რესტორნებს, კინოთეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე მიიტანეს. შეიჭრნენ ორ ფეშენებურ სასტუმროში - ”ობეროისა” და ”ტაჯ-მაჰალში”, ასევე საცხოვრებელი კომპლექში ”ნარიმან ჰაუსში”, რომელშიც ებრაული კულტურის ცენტრი მდებარეობდა. ამ შენობებში ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს 10 ადამიანი და აამოქმედეს რამდენიმე ასაფეთქებელი საშუალება, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

No comments:

Post a Comment